Friday, November 25, 2011

სადამრიგებლო პროექტი

ექსკურსია: „მცხეთა -საგურამო“

2011 წლის ოქტომბრის ბოლოს VIII -ა და VIII-ბ კლასის მოსწავლეებმა , კლასის დამრიგებლებთან თამარ მურუსიძესთან და დარეჯან განუგრავასთან ერთად დაგეგმეს ექსკურსია მსხეთა - საგურამოში.

პროექტის აღწერა

1. პროექტის სახელი: ექსკურსია: მცხეთა- საგურამო

2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:

მოსწავლეთა ჯგუფები გადაიღებენ ფოტოებს და შეაგროვებენ მონაცემებს ექსკურსიაზე ნანახი ისტორიული ძეგლების და მუზეუმების შესახებ. ფოტოების, მოძიებული ინფორმაციებისა და დღის შთაბეჭდილებების საფუძველზე შექმნიან სლაიდებს და კედლის გაზეთს

3.პრექტის შესაძლო აქტივობები:

მოსწავლეთა ჯგუფები მუშაობენ შემდეგ საკითხებზე:

  • ექსკურსიაზე ათვალიერებენ ძეგლებს, ეძებენ ძეგლის დამახასიათებელ დეტალებს. გადაიღებენ ფოტოებს. აკეთებენ ჩანაწერებს. იძიებენ ინფორმაციებს. ფოტოგრაფირებისას იწერენ თითოეულ კადრთან დაკავშირებით მცირე კომენტარებს (იმისათვის რომ პრეზენტაციების ეტაპზე მათი წარდგენა ადვილად მოხდეს)
  • ექსკურსიის შემდეგ მოსწავლეები აღწერენ ძეგლებს (მის დამახასიათებელ დეტალებს, ადგილმდებარეობას, ძეგლის მიმართებას მის ბუნებრივ გარემოსთან, მის ასაკს, ისტორიასდა. ა.შ) და ქმნიან სლაიდებს; ემზადებიან პრეზენტაციისათვის
  • წერენ ექსკურსიაზე მიღებულ შთაბეჭდილებებს და ქმნიან კედლის გაზეთს, მათ შეუძლიათ შემოქმედებითად მიუდგნენ ამ საკითხს
  • ქმნიან პროექტის ბლოგს

4. მონაწილეთა ასაკი: მე 8 კლასი.

5. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე. კონსულტაციები გაიმართება ყოველდღიურად, გაკვეთილლების შემდეგ.

6.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ნახავენ ისტორიულ ძეგლებსა და მუზეუმებს, აიმაღლებენ ცნობიერებას ნანახის შესახებ, შეძლებენ ინფორნმაციის მოძიება დამუშავებას. განუვითარდებათ საინფორმაციო ტექნოლოგიებთან მუშაობის შემოქმედებითი აზროვნების,მნიშვნელოვანი სოციალური, თვითმართვის, სწავლისა და დასვენების და უნარიები.

7.საგანთაშორის კავშირი:

ისტორია. ქართული ენა.სამოქალაქო განათლება. ისტ.

ისტორიული ძეგლები

ბავშვებმა დაათვალიერეს ისტორიული ძეგლები და პროექტის ინსტრუქციის შესაბამისად შეასრულეს დავალებები: აკვირდებოდნენ ძეგლებს, ყურადღებით ისმენდნენ გიდის ნაამბობს, გადაიღეს ფოტოები, გააკეთეს ჩანაწერები...

ურბნისის საკათედრო ტაძარი

ურბნისის ეზოში


საგურამოში


მცხეთაში




ჩვენი მხიარული ავტობუსი


ავტობუსში ბავშვებს მასწავლებლებმა რამოდენიმე სახალისო აქტივობა შეთავაზეს, რამაც ეს დღე უფრო მხიარული და შემოქმედებითად აქტიური გახადა


1. დღის დასაწყისში შევთავაზეთ ინტერაქტიული გამოკითხვა

ექსკურსიით მიღებული შთაბეჭდილებების მოლოდინმა
  • გაამართლა
  • არ გაამართლა
  • გადააჭარბა
დღის ბოლოს ინტერაქტივი შევაჯამეთ. მოლოდინებმა გადააჭარბა :)))
2. საიდუმლო მეგობარი
ავტობუსის ყველა მგზავრი, (მძღოლებიც კი) მთელი დღის მანძილზე ერთმანეთს საიდუმლოდ უძღვნიდნენ საჩუქრებს. შემოდგომის ულამაზესი ყვავილები, სატრფიალო ბარათები, ლექსები, სუნამოები, პატარა ხატები, ჯვრები და სხვადასხვა ლამაზი ნივთები საიდუმლოდ ლაგდებოდნენ კონვერტებში. დღის ბოლოს ეს აქტივობაც შევაჯამეთ, გამოვავლინეთ საიდუმლო წყვილები :)



3. დღის ფრაზა
მოსწავლეები დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ რათა გამოევლინათ ფრაზა რომელიც ყველაზე ხშირად განმეორდა. დღის ფრაზად გამოიკვეთა "yes, of cours!" რომელსაც დათო წერეთელი მთელი დღის განმავლობაში უმისამართოდ გაიძახოდა; ასევე "ჩაგვირთე მუსიკა ძმაო!" რომელსაც ათასჯერ მაინც გაიგონებდით იმ დღეს მძღლის მისამართით ნათქვამს. მუსიკაზე კი ჩვენმა ბავშვებმა მარტლაც რომ დაუგალავად იცეკვეს. გოგონებმა ქრისტინემ დათამარმა გვიმღერეს კიდეც

















4.დღის კურიოზი

ვენი ექსკურსია, -,, ქუთაისი -საგურამო-მცხეთა,, გამოირჩეოდა რამოდენიმე კურიოზული შემთხვევით,რომლებმაც განსაკუთრებული ხალისი შეგვმატა თითოეულ ჩვენგანს.ერთ-ერთი მართლაც ,რომ დასამხსოვრებელი და გამორჩეული იყო.

მცხეთაში ვესტუმრეთ დედათა მონასტერს, სადაც მოვილოცეთ ტაძარი და წმინდა ბერის, მამა გაბრიელის საფლავი.

მამა გაბრიელის საფლავი ტაძრის უკან, ეზოში, მდებარეობს სხვა საეკლესიო პირთა საფლავებს შორის. ტაძრიდან გამოსულებს ჩვენი ჯგუფის ორი წევრი შემთხვევით ჩამოგვრჩა და დანარჩენ უამრავ მომლოცველს შეერია. მათ კარგად იცოდნენ , რომ მამა გაბრიელის საფლავთან უნდა გველოცა და შეწევნა გვეთხოვა წმინდა ბერისთვის. ჰოდა, პირველივე საფლავის ქვასთან ,რომელზეც ამოიკითხეს სახელი _ „ გაბრიელი ‘ მუხლებზე დავარდნენ და თავგამოდებით შეუდგნენ ლოცვას. გულმხურვალე ლოცვით მონდომებულებმა ვერც კი შენიშნეს , რომ იმ საფლავთან მარტო იყვნენ და თან „გაბრიელის“ გვერდით ფრჩხილებში მეორე სახელი „ფრიდონი“ ეწერა.

ვინ იცის , კიდევ რამდენ ხანს გასტანდა ჩვენი მეგობრების განმარტოებით ლოცვა- ვედრება, რომ არა ისევ ჩვენი ერთ-ერთი თანაკლასელი , თორნიკე , რომელმაც შემთხვევით აღმოაჩინა ორი პირქვედამხობილი მლოცველი გოგონა.

ამ ფაქტზე ყველამ ძალიან ვიხალისეთ. თავად „ დაკარგულებმაც“ , თუმცა მჯერა ,რომ მამა გაბრიელი მათ გულიდან წამოსულ წრფელ ლოცვას სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, აუცილებლათ შეისმენდა !

პროექტის პრეზენტაცია

ექსკურსიის შემდეგ მოსწავლეები დაიყვნენ ჯუფებად, (4 ჯგუფი) აღწერეს ძეგლები (მისი დამახასიათებელი დეტალების, ადგილმდებარეობის, ძეგლის მიმართებას მის ბუნებრივ გარემოსთან, მის ასაკის, ისტორიისდა. სხვა ნიშნების მიხადვით) და შექმნეს სლაიდები; წარუდგინეს პრეზენტაციები აუდიტორიას. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მე-8 კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები, მაძიებლები და სკოლის დირექცია

კედლის გაზეთი

მოსწავლეებმა იმუშავეს კედლის გაზეთის შექმნაზე

შთაბეჭდილებები



2011 წლის 23 ოქტომბერს სკოლიდან წავედით ექსკურსიაზე- ქუთაისი-საგურამო-მცხეთა , ეს ექსკურსია დაუვიწყარი იქნება ჩემთვის. ძნელია იმ ემოციების სიტყვებით გადმოცემა,რომელსაც მაშინ განვიცდიდი. საოცარი სითბო და ურთიერთშორის დიდი სიყვარული იგრძნობოდა ექსკურსიაზე მყოფ თითოეულ წევრს შორის.

ექსკურსია საინტერესო იყო, როგორც სანახაობრივად და მას ჰქონდა სასწავლო დანიშნულებაც, ასევე ის იყო ძალიან სახალისო და შემეცნებითად აქტიური.

ჩვენმა პედაგოგებმა რამოდენიმე გასართობი აქტივობა მოიფიქრეს, რომლითაც ვფიქრობ ნამდვილად შეძლეს ეს ექსკურსია დაუვიწყარი ემოციებით სავსე დაეტოვებინა თითოეული ჩვენგანის მეხსიერებაში.

ამ ექსკურსიაზე ყველა ერთმანეთზე ზრუნავდა, ყველა ერთმანეთს უფრთხილდებოდა და ცდილობდა გვერდში მყოფის სიამოვნებას. გადავიღეთ უამრავი სამახსოვრო ფოტო. ფოტოები გადავუღეთ ისტორიულ ძეგლებს და ყველაფერს, რაც ჩვენთვის საინტერესო იყო.

23 ოქტომბერი დაუვიწყარი იქნება ჩემთვის და შევა იმ საუკეთესო დღეთა შორის, რომელიც კი ოდესმე მქონია და იმედია მექნება მომავალში.

დიდი მადლობა ჩემს საყვარელ კლასელებსა და პედაგოგებს.

მე-8 ბ კლასის მოსწავლე ადეიშვილი ქრისტინე