
ავტობუსში ბავშვებს მასწავლებლებმა რამოდენიმე სახალისო აქტივობა შეთავაზეს, რამაც ეს დღე უფრო მხიარული და შემოქმედებითად აქტიური გახადა
1. დღის დასაწყისში შევთავაზეთ ინტერაქტიული გამოკითხვა
ექსკურსიით მიღებული შთაბეჭდილებების მოლოდინმა
- გაამართლა
- არ გაამართლა
- გადააჭარბა

2. საიდუმლო მეგობარი
ავტობუსის ყველა მგზავრი, (მძღოლებიც კი) მთელი დღის მანძილზე ერთმანეთს საიდუმლოდ უძღვნიდნენ საჩუქრებს. შემოდგომის ულამაზესი ყვავილები, სატრფიალო ბარათები, ლექსები, სუნამოები, პატარა ხატები, ჯვრები და სხვადასხვა ლამაზი ნივთები საიდუმლოდ ლაგდებოდნენ კონვერტებში. დღის ბოლოს ეს აქტივობაც შევაჯამეთ, გამოვავლინეთ საიდუმლო წყვილები :)




3. დღის ფრაზა
მოსწავლეები დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ რათა გამოევლინათ ფრაზა რომელიც ყველაზე ხშირად განმეორდა. დღის ფრაზად გამოიკვეთა "yes, of cours!" რომელსაც დათო წერეთელი მთელი დღის განმავლობაში უმისამართოდ გაიძახოდა; ასევე "ჩაგვირთე მუსიკა ძმაო!" რომელსაც ათასჯერ მაინც გაიგონებდით იმ დღეს მძღლის მისამართით ნათქვამს. მუსიკაზე კი ჩვენმა ბავშვებმა მარტლაც რომ დაუგალავად იცეკვეს. გოგონებმა ქრისტინემ დათამარმა გვიმღერეს კიდეც





4.დღის კურიოზი
ჩვენი ექსკურსია, -,, ქუთაისი -საგურამო-მცხეთა,, გამოირჩეოდა რამოდენიმე კურიოზული შემთხვევით,რომლებმაც განსაკუთრებული ხალისი შეგვმატა თითოეულ ჩვენგანს.ერთ-ერთი მართლაც ,რომ დასამხსოვრებელი და გამორჩეული იყო.
მცხეთაში ვესტუმრეთ დედათა მონასტერს, სადაც მოვილოცეთ ტაძარი და წმინდა ბერის, მამა გაბრიელის საფლავი.
მამა გაბრიელის საფლავი ტაძრის უკან, ეზოში, მდებარეობს სხვა საეკლესიო პირთა საფლავებს შორის. ტაძრიდან გამოსულებს ჩვენი ჯგუფის ორი წევრი შემთხვევით ჩამოგვრჩა და დანარჩენ უამრავ მომლოცველს შეერია. მათ კარგად იცოდნენ , რომ მამა გაბრიელის საფლავთან უნდა გველოცა და შეწევნა გვეთხოვა წმინდა ბერისთვის. ჰოდა, პირველივე საფლავის ქვასთან ,რომელზეც ამოიკითხეს სახელი _ „ გაბრიელი ‘ მუხლებზე დავარდნენ და თავგამოდებით შეუდგნენ ლოცვას. გულმხურვალე ლოცვით მონდომებულებმა ვერც კი შენიშნეს , რომ იმ საფლავთან მარტო იყვნენ და თან „გაბრიელის“ გვერდით ფრჩხილებში მეორე სახელი „ფრიდონი“ ეწერა.
ვინ იცის , კიდევ რამდენ ხანს გასტანდა ჩვენი მეგობრების განმარტოებით ლოცვა- ვედრება, რომ არა ისევ ჩვენი ერთ-ერთი თანაკლასელი , თორნიკე , რომელმაც შემთხვევით აღმოაჩინა ორი პირქვედამხობილი მლოცველი გოგონა.
ამ ფაქტზე ყველამ ძალიან ვიხალისეთ. თავად „ დაკარგულებმაც“ , თუმცა მჯერა ,რომ მამა გაბრიელი მათ გულიდან წამოსულ წრფელ ლოცვას სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, აუცილებლათ შეისმენდა !
No comments:
Post a Comment