1. პროექტის სახელი: ექსკურსია: მცხეთა- საგურამო
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:
მოსწავლეთა ჯგუფები გადაიღებენ ფოტოებს და შეაგროვებენ მონაცემებს ექსკურსიაზე ნანახი ისტორიული ძეგლების და მუზეუმების შესახებ. ფოტოების, მოძიებული ინფორმაციებისა და დღის შთაბეჭდილებების საფუძველზე შექმნიან სლაიდებს და კედლის გაზეთს
3.პრექტის შესაძლო აქტივობები:
მოსწავლეთა ჯგუფები მუშაობენ შემდეგ საკითხებზე:
- ექსკურსიაზე ათვალიერებენ ძეგლებს, ეძებენ ძეგლის დამახასიათებელ დეტალებს. გადაიღებენ ფოტოებს. აკეთებენ ჩანაწერებს. იძიებენ ინფორმაციებს. ფოტოგრაფირებისას იწერენ თითოეულ კადრთან დაკავშირებით მცირე კომენტარებს (იმისათვის რომ პრეზენტაციების ეტაპზე მათი წარდგენა ადვილად მოხდეს)
- ექსკურსიის შემდეგ მოსწავლეები აღწერენ ძეგლებს (მის დამახასიათებელ დეტალებს, ადგილმდებარეობას, ძეგლის მიმართებას მის ბუნებრივ გარემოსთან, მის ასაკს, ისტორიასდა. ა.შ) და ქმნიან სლაიდებს; ემზადებიან პრეზენტაციისათვის
- წერენ ექსკურსიაზე მიღებულ შთაბეჭდილებებს და ქმნიან კედლის გაზეთს, მათ შეუძლიათ შემოქმედებითად მიუდგნენ ამ საკითხს
- ქმნიან პროექტის ბლოგს
4. მონაწილეთა ასაკი: მე 8 კლასი.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე. კონსულტაციები გაიმართება ყოველდღიურად, გაკვეთილლების შემდეგ.
6.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ნახავენ ისტორიულ ძეგლებსა და მუზეუმებს, აიმაღლებენ ცნობიერებას ნანახის შესახებ, შეძლებენ ინფორნმაციის მოძიება დამუშავებას. განუვითარდებათ საინფორმაციო ტექნოლოგიებთან მუშაობის შემოქმედებითი აზროვნების,მნიშვნელოვანი სოციალური, თვითმართვის, სწავლისა და დასვენების და უნარიები.
7.საგანთაშორის კავშირი:
ისტორია. ქართული ენა.სამოქალაქო განათლება. ისტ.
No comments:
Post a Comment