
2011 წლის 23 ოქტომბერს სკოლიდან წავედით ექსკურსიაზე- ქუთაისი-საგურამო-მცხეთა , ეს ექსკურსია დაუვიწყარი იქნება ჩემთვის. ძნელია იმ ემოციების სიტყვებით გადმოცემა,რომელსაც მაშინ განვიცდიდი. საოცარი სითბო და ურთიერთშორის დიდი სიყვარული იგრძნობოდა ექსკურსიაზე მყოფ თითოეულ წევრს შორის.
ექსკურსია საინტერესო იყო, როგორც სანახაობრივად და მას ჰქონდა სასწავლო დანიშნულებაც, ასევე ის იყო ძალიან სახალისო და შემეცნებითად აქტიური.
ჩვენმა პედაგოგებმა რამოდენიმე გასართობი აქტივობა მოიფიქრეს, რომლითაც ვფიქრობ ნამდვილად შეძლეს ეს ექსკურსია დაუვიწყარი ემოციებით სავსე დაეტოვებინათ თითოეული ჩვენგანის მეხსიერებაში.
ამ ექსკურსიაზე ყველა ერთმანეთზე ზრუნავდა, ყველა ერთმანეთს უფრთხილდებოდა და ცდილობდა გვერდში მყოფის სიამოვნებას. გადავიღეთ უამრავი სამახსოვრო ფოტო. ფოტოები გადავუღეთ ისტორიულ ძეგლებს და ყველაფერს, რაც ჩვენთვის საინტერესო იყო.
23 ოქტომბერი დაუვიწყარი იქნება ჩემთვის და შევა იმ საუკეთესო დღეთა შორის, რომელიც კი ოდესმე მქონია და იმედია მექნება მომავალში.
დიდი მადლობა ჩემს საყვარელ კლასელებსა და პედაგოგებს.
მე-8 ბ კლასის მოსწავლე ადეიშვილი ქრისტინე
No comments:
Post a Comment